ახალი ამბები

ინფექციურ საავადმყოფოში ირანის კიდევ ოთხი მოქალაქე გადაიყვანეს

22 თებერვალი, 2020 • 3318
ინფექციურ საავადმყოფოში ირანის კიდევ ოთხი მოქალაქე გადაიყვანეს

ინფექციურ საავადმყოფოში ირანის ოთხი მოქალაქე გადაიყვანეს – ისინი დღეს ჩამოფრინდნენ თეირანიდან და აეროპორტში მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდათ.  ირანის მოქალაქეებს  კორონავირუსზე შეამოწმებენ.

ინფექციური საავადმყოფო დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ამბობს, ისინი საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში არიან მოთავსებული და მათ ყველა კვლევა უახლეს ხანში ჩაუტარდებათ.  23 თებერვლის საღამოსთვის გახდა ცნობილი კორონავირუსზე ტესტირების შედეგები.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ ორ არასრულწლოვანს, რომლებიც ირანის მოქალაქეები არიან და მაღალი სიცხის გამო ინფექციურ საავადმყოფოს სპეციალურ განყოფილებაში მოათავსეს, კორონავირუსი არ აღმოაჩნდათ.

ირანიდან საქართველოში ჩამოსული მოქალაქეების თემა მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ცნობილი გახდა ამ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების შესახებ. 22 თებერვლის მონაცემებით ირანში 5 ადამიანი დაიღუპა კორონავირუსით.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის უფროსმა ამირან გამყრელიძემ 22 თებერვალს განაცხადა, რომ ირანის ეპიდსიტუაცია გამოწვევაა საქართველოსთვის, რადგანაც მეზობელი ქვეყანა საქართველოს მსხვილი სავაჭრო და ტურისტული პარტნიორია.


მთავარი ფოტო: შემოწმება კორონავირუსზე. თბილისის აეროპორტი. ფოტო: ჯანდაცვის სამინისტრო

მასალების გადაბეჭდვის წესი