ახალი ამბები

პრემიერი: თუ ტარიფი აიწევს, იქნება სუბსიდირება სოციალურად დაუცველებისთვის

23 ივლისი, 2015 •
პრემიერი: თუ ტარიფი აიწევს, იქნება სუბსიდირება სოციალურად დაუცველებისთვის

მისი განმარტებით, ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისია, რომელიც არის დამოუკიდებელი ორგანო, დღეს განიხილავს სამომხმარებლო ტარიფის კორექტირების საკითხს, რის შემდეგაც მთავრობა სუბსიდირების შეთანხმებულ სქემას წარადგენს.


„ჩვენ 3 წლის განმავლობაში მოსახლეობის სოციალური დაცვისთვის გავაკეთეთ და ვაკეთებთ ძალიან ბევრ რამეს. ჯანდაცვის მიმართულებით ჩვენ სოციალურ პროექტებზე დავხარჯეთ 5 მილიარდ 370 მილიონ ლარამდე, სოფლის მეურნეობის მიმართულებით – 400 მილიონამდე ლარი, განათლების მიმართულებით – 175 მილიონ ლარამდე, დევნილთა სოციალური პროექტებისთვის -100 მილიონ ლარზე მეტი. ბუნებრივია, ამ დანახარჯმა მოსახლეობას ხარჯები მნიშვნელოვნად შეუმცირა,” – განაცხადა პრემიერმა.


მთავრობის მეთაურის განმარტებით, ჯერ კიდევ ბიძინა ივანიშვილმა, მისი მთავრობაში ყოფნის დროს, წამოწია ტარიფის თემა და სემეკთან აქტიური მუშაობის შედეგად მაშინ მოხერხდა სამომხმარებლო ტარიფის 3.54 თეთრით დაწევა.


ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის წევრებს დაავალა დღის ბოლომდე შეიკრიბონ და დროულად წარმოადგინონ სუბსიდირების შეთანხმებული სქემა.

მასალების გადაბეჭდვის წესი