10:00 საათზე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე ჟურნალისტებს საჯარო სკოლებში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებსა, სამომავლო გეგმებს წარუდგენს და ყველა მათ შეკითხვას უპასუხებს. ადგილი: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მისამართი: უზნაძის 52.
11:00 საათზე, მზიურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის წევრებთან ჩოგბურთის კორტებს გახსნის. ეს არის ბოლო სპორტული ობიექტის პრეზენტაცია, რომელიც ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის აშენდა. მისამართი: ვაკე, მზიურის ჩოგბურთის კორტები.
11:00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, იურიდიულ საკითხთა კომისიასა და ოთხ ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმებზე ხელის მოწერის ცერემონიალი გაიმართება. მის: თბილისი, თავისუფლების 2.
11:00 საათზე, პორტალ „კვირას“ პრესკლუბში, ექსპერტი დემურ გიორხელიძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: სოსო ჯაჭვლიანის საპარლამენტო გამოსვლა; საკანონმდებლო წინადადება სავალდებულოქვოტირებასთან (ქალების) დაკავშირებით; მცოცავი ოკუპაცია; ლარის ვარდნა. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23.საკონტაქტო პირი ეკა გულუა: 599 72 65 65.
11:00 საათზე, პორტალ „კვირას“ პრესკლუბში, არასამთავრობო ორგანიზაცია “სრულიად საქართველოს სახალხო დარბაზის” იდეოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი თინათინ დოგრაშვილი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: საკანონმდებლო წინადადება სავალდებულო ქვოტირებასთან (ქალების) დაკავშირებით. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი ეკა გულუა: 599 72 65 65.
11:30 საათზე, პორტალ “კვირას”პრესკლუბში, „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენელი გიგლა ბარამიძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: შინაგან საქმეთა სამინისტროს გაყოფა და ფინქციების განაწილება; მცოცავი ოკუპაცია და ზოგადად საზღვრები; ნინო ბურჯანაძის ვიზიტი მოსკოვში. მისამართი: უშანგიჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი ეკა გულუა – 599 72 65 65.
11:30 საათზე, “პირველ პრესკლუბში”, გიორგი გაბედავა პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ხურვალეთში არსებული მდგომარეობა. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22.
12:00 საათზე, პორტალ “კვირას” პრესკლუბში, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი კობა ნარჩემაშვილი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: შინაგან საქმეტა სამინისტროს გაყოფა და ფინქციების განაწილება; სხვა მიმდინარე საკითხები მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი ეკა გულუა – 599 72 65 65.
12:00 საათზე, “პირველ პრესკლუბში” “სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის” გამგეობის თავმჯდომარე ლაშა გიორგაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: რატომ აჭიანურებს საქართველოს პროკურატურა სვანეთის 2004 წ. სპეცოპერაციის გამოძიებას? მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი „დიდუბე პლაზა“ მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: თამარ ქარელი 598 75 77 01.
12:00 საათზე, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივით, გაიმართება შეხვედრა. შეხვედრის მონაწილეები მიმდინარე საკანონმდებლო საარჩევნო საკითხებს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებსა და მომავალი თანამშრომლობის გზებს განიხილავენ. თამარ ჟვანია კი მათ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დაგეგმილი აქტივობების შესახებ მიაწვდის ინფორმაციას. მის: დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ.
12:00 საათზე, “მემარცხენე ალიანსი” დაესწრება და გააპროტესტებს მარეგულირებელი კომისიის სხდომას, სადაც განიხილება დენის ტარიფის გაზრდაზე შეტანილი განაცხადი. ტელ: 579 95 76 65.
13:00 საათზე, რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში გაიმართება უსახლკაროთა და სოციალურად დაუცველი პირების დახმარების შესახებ ახალი კანონპროექტის პრეზენტაცია. მისამართი: თბილისი, რუსთაველის გამზ. 2. გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატულითეატრის შენობა, მე-8 სართული, ოთახი 808.
17:00 საათზე, “პირველ პრესკლუბში”, ეკონომიკის ექსპერტი ემზარ ჯგერენაია პრესკონფერენციას გამართავს. თემა: სემეკის სხდომა, ელექტროენერგიის ტარიფების ზრდასთან დაკავშირებით. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22.
18:00 საათზე, კასპის კულტურის ცენტრში ”ჰარმონია”, პროექტის „კინო რეგიონებში“ ფარგლებში პირველი კინოჩვენება გაიმართება. მაყურებელის იხილავს რეჟისორ სალომე/ნუცა ალექსი-მესხიშვილის ფილმს ”კრედიტის ლიმიტი”. ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის რეგიონული პროექტების დეპარტამენტის უფროსი კონსტანტინე ჩლაიძე, ფილმის რეჟისორი სალომე/ნუცა ალექსი-მესხიშვილი და მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი ნინო კასრაძე. მისამართი: კასპი, მ. კოსტავას ქუჩა N1.