ახალი ამბები

გომელაური: მე არ დავიწყებ საუბარს ვანო მერაბიშვილზე

21 თებერვალი, 2020 • 2469
გომელაური: მე არ დავიწყებ საუბარს ვანო მერაბიშვილზე

„ვანო მერაბიშვილმა მოიხადა სასჯელი, რაც მიუსაჯა სასამართლომ და გამოვიდა. მე არ დავიწყებ საუბარს ვანო მერაბიშვილზე, რა თქვა, როგორ თქვა, რა არ თქვა. ამაზე ბევრი განმარტებები გაკეთდა როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, თვითონაც გააკეთა ბევრი განცხადება“, – განაცხადა დღეს ბათუმში საქართველოს შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან.

მას ჟურნალისტებმა ასევე ჰკითხეს, რატომ არ დადგა მერაბიშვილის თანაგუნდელების პასუხისმგებლობის საკითხი, როცა, მაგალითად, ე.წ. „ორი გვამის“ კადრებში ბევრი ადამიანი  ფიგურირებს, ვინც დღეს ხელისუფლებაშია, მათ შორის ალექსანდრე ხოჯევანიშვილი, რომელიც დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეა.

„ხოჯევანიშვილმა  რა გააკეთა? იქ, კადრებში ძალიან ბევრი ადამიანი ჩანს, მან [მერაბიშვილმა] ბრძანება გასცა და ეს ცოტა სხვა თემაა, მე რომ ბრძანებას გავცემ უკანონოს, მე დავისჯები და არა თქვენ, რომლებიც აქ დგახართ. შეასრულა რამე ხოჯევანიშვილმა? დაზუსტებით ვიცით [რომ არ შეასრულა], რა თქმა უნდა“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

დღეს, 21 თებერვალს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ბათუმში იმყოფება საქართველოს შს მინისტრთან, ვახტანგ გომელაურთან ერთად.

მასალების გადაბეჭდვის წესი