ახალი ამბები

პრემიერის თანაშემწე: სოსო ჯაჭვლიანის გამოსვლის გამო თავი შეურაცხყოფილად ვიგრძენი

22 ივლისი, 2015 • 1603
პრემიერის თანაშემწე: სოსო ჯაჭვლიანის გამოსვლის გამო თავი შეურაცხყოფილად ვიგრძენი

სოფო ჯაფარიძე იმედოვნებს, რომ ჯაჭვლიანი თავისი გამოსვლის შინაარსს გაათვითცნობიერებს და ამომრჩეველს ბოდიშს მოუხდის.


“იმიტომ არ ვწერ, რომ საკანონმდებლო ორგანოს ან რომელიმე პარტიის წევრი არ ვარ, უბრალოდ, აღშფოთებას ვერ ვმალავ სოსო ჯაჭვლიანის დღევანდელი გამოსვლის გამო და სულ არ მეცინება ! მის მიერ წარმოთქმული თითოეული წინადადების გამო, მე როგორც ადამიანის უფლებათა დამცველმა, გენდერული თანასწორობისთვის მებრძოლმა და თუნდაც როგორც საქართველოს რიგითმა მოქალაქემ, საოცრად შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი. დიდი იმედი მაქვს, რომ იგი გაათვითცნობიერებს მისი გამოსვლის შინაარს და სულ მცირე ბოდიშს მაინც მოუხდის ამომრჩეველს.”

 

 



იმიტომ არ ვწერ, რომ საკანონმდებლო ორგანოს ან რომელიმე პარტიის წევრი არ ვარ, უბრალოდ აღშფოთებას ვერ ვმალავ სოსო ჯაჭვლი…

Posted by Sofo Japaridze on Wednesday, July 22, 2015

 

“მე ბოზებში არასოდეს დავდიოდი არც მაშინ და არც ახლა, 10 მანეთის გადახდა ჩემთვის შეურაცხმყოფელი იყო, მე 10 მანეთის გარეშეც ვახერხებდი ამ საკითხებს. ისე ცნობისთვის, თუ ვინმე ლამაზი ცნობილი ქალბატონი იყო საბჭოთა კინოში, ყველასთან მაქვს ნამუშევარი 10 მანეთის გარეშე”, – ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე დეპუტატმა სოსო ჯაჭვლიანმა გააკეთა.


საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, ამ განცხადებით თავის ოპონენტს, აკაკი ბობოხიძეს უპასუხა.

 

“ეკა ხერხეულიძეს ჩემი ოჯახის დანგრევის მცდელობა ჰქონდა. რამდენიმე თვის წინ მან ბრძანა, პარლამენტის სესია იმიტომ ჩაიშალა, კვორუმი არ შედგა, სოსო ჯაჭვლიანი იბიარდზე იყოო. რატომ მაყენებთ შეურაცხყოფას? მე იბიარდზე ვერასოდეს ვიქნები, მე ერთგული მეუღლე ვარ. ეს თქვენი გუნდი დადიოდა ამ იბიარდზე 10 წლის განმავლობაში. ეს იბიარდობა ეტყობა ქვეყანას, ამიტომ, ნა-იბიარდები ქვეყნის სტაგნაციიდან გამოყვანა ძალიან ძნელია და ჩვენ ვეცდებით საღი აზრების იმპლემენტირება გავაკეთოთ”, – განაცხადა ჯაჭვლიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი