ახალი ამბები

სემეკი: 23 ივლისს გაირკვევა, როგორ გაძვირდება, თუ გაძვირდა, დენის ტარიფი

22 ივლისი, 2015 • • 1316
სემეკი: 23 ივლისს გაირკვევა, როგორ გაძვირდება, თუ გაძვირდა, დენის ტარიფი

“რაც შეეხება “ენერგო პრო ჯორჯიას” მოთხოვნებს, ეს არის კომპანიის მოთხოვნა. კომისია არის მოწოდებული, რომ განიხილოს ყველა ის დოკუმენტი, რაც არის წარმოდგენილი სატარიფო განაცხადზე. კომისია ხვალ მიიღებს გადაწყვეტილებას. თბოელექტროსადგური არ არის ერთადერთი წყარო, საიდნაც “ენერგო პრო ჯორჯია” იღებს ელექტროენერგიას. “ენერგო პრო ჯორჯია” შეისყიდის ელექტროენერგიას 50-მდე ჰიდრო და თბოელექტროსადგურისგან, მათ შორის, იმპორტირებულ ელექტროენერგიას. ამის გათვალისწინებით ჯობია, რომ კონკრეტული ინფორმაცია, გათვლები მოვისმინოთ სხდომაზე”, – განაცხადა სემეკის ტავმჯდომარე ირინა მილორავამ.

 

დღეს სემეკმა სამ კომპანიას ელექტროწარმოების ტარიფი გაუძვირა. კომისია ხავლ იმსჯელებს ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის გაძვირების თაობაზე.

 

სემეკის თავმჯდომარე ირინა მილორავა
სემეკის თავმჯდომარე ირინა მილორავა

მასალების გადაბეჭდვის წესი