ახალი ამბები

მნიშვნელოვანია დემოკრატიისთვის – სოჩა „სირცხვილიას”, „გაბედეს” და „შეცვალეს” აქტივისტებზე

20 თებერვალი, 2020 • 1918
მნიშვნელოვანია დემოკრატიისთვის – სოჩა „სირცხვილიას”, „გაბედეს” და „შეცვალეს” აქტივისტებზე

აშშ-ის საელჩოს ცნობით, დღეს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის ხელმძღვანელი, კრის სოჩა საქართველოს სამი ახალგაზრდული მოძრაობის- „სირცხვილია”, „გაბედე” და „შეცვალე” -ლიდერებს შეხვდა.

“მან საქართველოს მიმდინარე პოლიტიკური კლიმატი განიხილა და საქართველოს დემოკრატიული ტრადიციების გაღრმავებაში მსგავსი ჯგუფების მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა. კრის სოჩამ აღნიშნა, რომ მათი ხმები და მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს დემოკრატიის გრძელვადიანი წარმატებისთვის”, – ნათქვამია საქართველოში აშშ-ის საელჩოს გავრცელებულ ცნობაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი