ამ საკითხზე ვახტანგ გომელაურს შეკითხვა გიორგი ბარამიძემ დაუსვა. მისი განცხადებით, საქართველოდან გაიპარა მაღალი რანგის თანამშრომელი, რომელმაც 1 ტერაბაიტის მოცულობის ინფომრაცია წაიღო შსს–დან. ბარამიძემ გომელაურს კითხა, მართალია თუ არა ეს ინფორმაცია და გრძნობს თუ არა მინისტრი ამასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას.
”გავრცელდა ინფორმაცია, რომ თანამშრომელმა გადაიტანა ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიაზე თუ რაღაც. ამას, რა თქმა უნდა, არ ვადასტურებთ და აბსურდია. მართლაც რომ მოხდარიყო, მე მგონი, ჩვენ ეთერში არ უნდა ვსაუბრობდეთ. ის ადამიანი გადავიდა, გადავგზავნეთ თუ რა გააკეთა, ამის ლაპარაკი არ შეიძლება, მე მგონი, პირდაპირ ეთერში,”- უპასუხა გომელაურმა გიორგი ბარამიძეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოსტზე ვახტანგ გომელაური პრემიერმა წარადგინა. იგი თანამდებობას დაიკავებს იმ შემთხვევაში, თუკი პარლამენტი უმრავლესობით მხარს დაუჭერს.
