როგორც აქციის ორგანიზატორმა, პოლიტიკოსმა ჯონდი ბაღათურიამ განაცხადა, სემეკის დღევანდელი სხდომა უკანონოა, რადგან არ არსებობს სამართლებრივი და ეკონომიკური სფაუძველი ტარიფის გაზრდისთვის და “ის უკავშირდება ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძეს ინტერესებს”. ბაღათურიას ინფორმაციით, ელექტრონერგიის ტარიფის 25 თეთრამდე გაზრდაა მოსალოდნელი.
“ტარიფის გაძვირება საქართველოს ეკონომიკას დაანგრევს და მოსახლეობას გააღატაკებს”, – ამბობს ბაღათურია.
ტარიფის შესაძლო გაზრდას სხვა მომიტინგეების ეწინააღმდეგებიან და აცხადებენ, რომ ის უფრო უნდა გაიაფდეს და არა გაძვირდეს. მომიტინგეები 12:00 საათისთვის სემეკის შენობაში შევიდნენ და აპირებენ, რომ სხდომას დაესწრონ.


დღეს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი) შპს “საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციისათვის”, შპს “მტკვარი ენერგეტიკასათვის” და შპს “ჯიფაუერისთვის” ელექტროენერგიის ტარიფის დადგენის შესახებ იმსჯელებს.