“ზოგადად ე.წ. სადემარკაციო ნიშნები უკანონოა არა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ ოკუპაციას არ ვაღიარებთ, არამედ იმიტომაც რომ ეს ხაზები მავთულხლართებთან ერთად კანონთან სრულ შეუსაბამისობაშია. ბოლო მცდელობები, რომ კილომეტრებით წაიწიონ წინ, სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს”, – განაცხადა ლინკევიჩუსმა.
“მე მჯერა, მათი მიზანი იყო ის, რომ უფრო დიდი დაძაბულობის პროვოცირება მოეხდინათ. შესაძლოა, სურდათ საქართველოს მოსახლეობის თვალში დასავლური თანამეგორბობის პასიურობა წარმოეჩინათ, რადგან ბოლო ხაზი ძალიან მიუახლოვდა სენსიტიურ რკინიგზას და მილსადენს, რამაც სიტუაცია დაძაბა”, – თქვა მან.