ახალი ამბები

ივანიშვილი: კარგი სათადარიგო მოთამაშე ვარ, თუ მთავრობა ხელისუფლების უზურპაციას მოახდენს

22 ივლისი, 2015 •
ივანიშვილი: კარგი სათადარიგო მოთამაშე ვარ, თუ მთავრობა ხელისუფლების უზურპაციას მოახდენს

“გურია ნიუსისთვის” მიცემულ ინტერვიუში ივანიშვილი საუბრობს იმ გარემოებებზე, თუ რა შემთხვევაში შეიძლება დაუბრუნდეს ხელისუფლებას: 

 

“საბედნიეროდ არ არის სიტუაცია ისეთი, რომ ამის აუცილებლობა ჩანდეს. პოლიტიკაში დავბრუნდები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რაღაც საოცრება მოხდება, დღევანდელი მთავრობა ხალხს აღარ მოუსმენს, მოხდება მსგავსი უზურპაცია ხელისუფლების, რაც მოხდა სააკაშვილის დროს. არაფერი ამის მსგავსი არ ჩანს.


ჩვენ დღეს გვყავს სახალხო ხელისუფლება, ჩემი აზრით, გვყავს კარგი პრემიერი, კარგი პარლამენტის თავმჯდომარე და არაფერი ამის მსგავსი არ ისმის, რომ ჩემი პოლიტიკაში მოსვლის საჭიროება გახდეს.


მე ვარ კარგი სათადარიგო მოთამაშე, თუ რაღაც, ღმერთმა დაგვიფაროს, მოხდა ისეთი კატაკლიზმა, რომ სააკაშვილისეული რაღაც მოიფიქრეს და მოახდინეს ხელისუფლების უზურპაცია და ხალხს და საზოგადოებას აღარ მოუსმენენ და დაიწყეს ძალადობა მსგავსი, ასეთ შემთხვევაში შეიძლება მხოლოდ ჩემი დაბრუნება. მადლობა ღმერთს, რომ არაფერი ნიშნები ამის არ ჩანს. სახალხო ხელისუფლებაა დღეს, თუმცა, რა თქმა უნდა, იდეალური არ არის”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. 


ივანიშვილი 2012 წელის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მოვიდა ხელისუფლებაში მის გუნდთან ერთად, თუმცა პრემიერის პოსტზე ერთწლიანი მუშაობის შემდეგ ის თანამდებობიდან გადადგა. საკუთარ შემცვლელად მან ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა, რომელიც დღემდე პრემიერის პოსტს იკავებს.

ბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი