ფეისბუქის მომხმარებელი დავით ბრაგვაძე სოციალურ ქსელის პირად გვერდზე წერს, რომ კომპანია “არქის” სამშენებლო ტერიტორიაზე, გალიაში ციყვი ჰყავთ დატყვევებული.

ფოტო: David Bragvadze
დავით ბრაგვაძემ ნეტგაზეთს უთხრა, რომ ფოტო ნამდვილად მან გადაიღო “არქის” მშენებარე ობიექტის, “არქი ისანი C”-ს ტერიტორიაზე, რომელიც თბილისში, ნავთლუღის ქუჩაზე მდებარეობს.
იგივე პოსტის და ფოტოს ქვემოთ სხვა მომხმარებელი წერს, რომ დაახლოებით ერთი თვის წინ ამ ტერიტორიაზე გალიაში 2 ციყვი ჰყავდათ გამომწყვდეული. ციყვები აქ გარემოსთან შესაგუებლად ჰყავთ და აქ არაჩვეულებრივად უვლიან.
ნეტგაზეთი დაუკავშირდა კომპანია “არქის” მარკეტინგის სამსახურს, სადაც გვითხრეს, რომ საკითხის გარკვევის შემდეგ დაგვიკავშირდებიან.
„არქის“ განმარტებას მიღებისთანავე აქვე შემოგთავაზებთ.







