ახალი ამბები

“ლგბტ წყვილებისთვის პარტნიორობის დააკანონების შეზღუდვით იტალია კონვენციას არღვევს”

21 ივლისი, 2015 •
“ლგბტ წყვილებისთვის პარტნიორობის დააკანონების შეზღუდვით იტალია კონვენციას არღვევს”

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს შესაბამისი შუამდგომლობით იტალიაში მცხოვრებმა რამდენიმე გეი წყვილმა მიმართა, რომლებიც ამბობდნენ, რომ იტალიის კანონმდებლობა მათ ქორწინების ან პარტნიორული ურთიერთობის სხვა სამართლებრივი ფორმით დაკანონების ადეკვატურ შესაძლებლობას არ აძლევდა, რითაც კონვენციის სამი მუხლი ირღვეოდა: მუხლი 8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემა), მუხლი 12 (დაქორწინების უფლება) და მუხლი 14 (დისკრიმინაციის აკრძალვა).


სასამართლომ მიიჩნია, რომ დარღვეულია მე-8 და მე-14 მუხლები, ხოლო მე-12 მუხლი – არა, რადგან სასამართლოს განცხადებით, ეს მუხლი ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებს არ ავალდებულებს ერთი და იმავე სექსის ადამიანებისათვის ქორწინების საკანონმდებლო გარანტირებას.


სასამართლოს გადაწყვეტილებით, იტალია მოსარჩელე წყვილებს ფინანსურ ჯარიმებს გადაუხდის.


საქმის განხილვაში მონაწილებდა მოსამართლე საქართველოდან ნანა წოწორია, რომელიც ზემოხსენებულ გადაწყვეტილებებს დაეთანხმა, თუმცა რამდენიმე მოსამართლესთან ერთად თავისი განსხვავებული მოსაზრებაც დააფიქსირა, რომელიც საქმეს თან ერთვის

მასალების გადაბეჭდვის წესი