ახალი ამბები

ტუსკი ღარიბაშვილს: სადემარკაციო პროვოკაციაზე თქვენს რეაქციას მაღალ შეფასებას ვაძლევ

21 ივლისი, 2015 • • 1018
ტუსკი ღარიბაშვილს: სადემარკაციო პროვოკაციაზე თქვენს რეაქციას მაღალ შეფასებას ვაძლევ

ტუსკმა და ღარიბაშვილმა ერთობლივი პრესკონფერენცია დღეს, 21 ივლისს გამართეს მთავრობის ადმინისტრაციაში. 

 

“მე ახლახან ჩამოვედი ადმინისტრაციული საზღვრიდან, სადაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად ვიმყოფებოდი. მე ვნახე, როგორ მონტაჟდება გამყოფი ზოლები. უკანასკნელ პერიოდში სადემარკაციო ნიშნების აღმართვა აშკარა პროვოკაციაა და ეს ნამადვილად არ შეიტანს წვლილს ნდობის აღდგენის ძალისხმევაში, რომელიც სიტუაციის სტაბილიზაციისკენ არის მიმართული. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გადამწყვეტ როლს თამაშობს იმისთვის, რომ სიტუაცია სიმშვიდის ფორმატიდან არ გამოვიდეს. ნება მომეცით, ბატონო პრემიერო, ხაზი გავუსვა იმას, რომ თქვენი მთავრობის რეაქციას მაღალ შეფასებას ვაძლევ. ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი რეგიონისა და ევროპისთვისაც, რათა პრობლემა პასუხისმგებლიანად იქნას მოგვარებული. ვშიშობ, ერთადერთი, რასაც პროვოკაციის ავტორები ისურვებდნენ, არის ჭარბი რეაქცია… ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ მტკიცე, მაგრამ მივუდგეთ ამ საკითხს პასუხისმგებლობით”, – განაცხადა ტუსკმა. მისი განცხადების თარგმანს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი ავრცელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი