ახალი ამბები

ხაზარაძე მერაბიშვილთან თანამშრომლობას გამორიცხავს

20 თებერვალი, 2020 • 1795
ხაზარაძე მერაბიშვილთან თანამშრომლობას გამორიცხავს

პოლიტიკური პარტია “ლელოს” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის თქმით, ვანო მერაბიშვილთან თანამშრომლობას არ აპირებს. ამის შესახებ ხაზარაძემ ჟურნალისტებს უთხრა. მისთვის ასევე მიუღებელია ხელისუფლების დამხობა და რევანში:

“მიუღებელია სიტყვა დამხობა. ამ ქვეყანაში უნდა დამთავრდეს რევანში, უნდა დამთავრდეს ხელისუფლების დამხობის გზით და რევოლუციური გზით შეცვლა. ჩვენ ყველამ უნდა გავაკეთოთ არჩევანი ჩვენი ხვალინდელი დღისთვის, პროგრესისთვის და ჩვენი ქვეყნის აღმოვლობისთვის და გამარჯვებისთვის.

ჩვენ მსგავს თანამშრომლობას არ ვაპირებთ, შესაბამისად, არანაირი შეხვედრა არ იყო და არც იგეგმება”, – განაცხადა ხაზარაძემ.

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა თითქმის 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ ე.წ. მატროსოვის ციხე დღეს, 20 თებერვალს დატოვა. საპატიმროს დატოვების შემდეგ კი თქვა, რომ აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნდება, მაგრამ არ დაუკონკრეტებია, რომელ პარტიაში.

აქტიურ პოლიტიკაში ჩავერთვები – ვანო მერაბიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი