ახალი ამბები

SOCAR Georgia Gas: აზერბაიჯანიდან საქართველოს გაზმომარაგების პრობლემა არ ექნება

21 ივლისი, 2015 •
SOCAR Georgia Gas: აზერბაიჯანიდან საქართველოს გაზმომარაგების პრობლემა არ ექნება

SOCAR Georgia Gas-ის განცხადებით, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ენერგეტიკის სფეროში მრავალი წლის წინ დაწყებული სტრატეგიული თანამშრომლობა გრძელდება და არანაირი საფრთხე ამ ურთიერთთანამშრომლობას არ ემუქრება, რასაც გაზმომარაგების კუთხით სახელმწიფო კომპანიებს შორის გაფორმებული გრძელვადიანი ხელშეკრულებები ადასტურებს.

 

კომპანია განმარტავს, რომ ადგილობრივი ბაზრის სტაბილური გაზმომარაგების, ასევე რეგიონალური და საერთაშორისო პროექტებში ჩართულობის კუთხით, საქართველოსთვის აზერბაიჯანის სახელმწიფოსთან მეგობრული ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია და ამ კუთხით ორი სახელმწიფო მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს.

 

საქართველოს ზოგიერთ მედიასაშუალებაში გავრცელებული ინფორმაციით, კონკურენციის სააგენტოს მიერ ნავთობკომპანიების დაჯარიმების მიზეზით შესაძლოა საქართველოს აზერბაიჯანიდან გაზმომარაგების პრობლემა შეექმნას.

მასალების გადაბეჭდვის წესი