ახალი ამბები

შსს: ხელჩანთის სამალავში და ფოტოალბომში მგზავრს 7 კგ კოკაინი აღმოაჩნდა

21 ივლისი, 2015 • • 937
შსს: ხელჩანთის სამალავში და ფოტოალბომში მგზავრს 7 კგ კოკაინი აღმოაჩნდა

“სამართალდამცველებმა დაკავებულის ხელჩანთაში არსებულ სპეციალურ სამალავში და ასევე ამავე ჩანთაში მოთავსებულ ლამინირებულ ფოტოალბომში აღმოაჩინეს ნარკოტიკული საშუალება კოკაინი, რომლის საერთო წონა ექსპერტიზის დასკვნით 7კგ და 348 გრამია. დაკავებული აღნიშნული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოს სატრანზიტო გზით თურქეთის რესპუბლიკაში გატანას ცდილობდა”,- აცხადებენ შსს-ში.

 

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოდან უკანონო გატანის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 3-ე ნაწილის „ა“ პუნქტით და 19-262-ე მუხლის 4-ე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

მასალების გადაბეჭდვის წესი