11:00 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მხარდაჭერით, ქალთა ინტეგრირებული ტურნირის ,,თანადგომა 2015“ გახსნის ცერემონიალი გაიმართება. მის: ვაჟა-ფშაველას #45, საბილიარდო კლუბი ,,რიო“
11:00 “პირველ პრესკლუბში” “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, სხვა არასამთავრობოებთან ერთად, ბოლო პერიოდში სახელმწიფოს მხრიდან მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაში დაუსაბუთებელი ჩარევის ფაქტებზე პრესკონფერენციას გამართავს.
მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ.
11:00 ქვემო ქართლში, მარნეულის რაიონის სოფ. თამარისში გაიმართება შეხვედრა აგროდაზღვევის პროგრამაში მონაწილე ბენეფიაციარსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შორის.
11:00 ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და GIZ-ის რეგიონალური დირექტორი სამხრეთ კავკასიაში მარტინ ჰომოლა გახსნიან ყოველწლიურ კონფერენცია თემაზე: „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის რეფორმა-შიდა აუდიტის მიღწევები“
მისამართი: სასტუმრო „რუმს თბილისი“, კოსტავას#14
11:30 ექსპერტი მამუკა არეშიძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: უნდა დაიწყოს თუ არა გამოძიება პანტიკო თორდიას მიერ აზერბაიჯანთან გაფორმებულ ხელშეკრულებაზე, რომლითაც საქართველოს მნიშვნელოვანი მატერიალური და ინტელექტუალური ზარალი მიიღო.
11:30 „პირველ პრესკლუბში” ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი არჩილ კაიკაციშვილი სპეციალურ ბრიფინგს გამართავს.
თემა: შსს და პროკურატურის რეფორმა, რეკომენდაციები და მოლოდინები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი „დიდუბე პლაზა“, მე-2 სართ.
11:30 პრაიმტაიმის პრესკლუბში ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე პრესკონფერენციას გამართავს
თემა: ტუსკის ვიზიტი, რუსული ოკუპაცია და არჩევნები
12:00 პრაიმტაიმის პრესკლუბში ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი შოთა მალაშხია პრესკონფერენციას გამართავს
თემა: სამთავრობო ცვლილებები, საარჩევნო კოალიციები და ოკუპაცია
12:00 “პირველ პრესკლუბში” „სამოქალაქო სოლიდარობის“ ლიდერი გია კორკოტაშვილი და პარტია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი მერაბ შათირიშვილი, ნინოწმინდის გამგებლის ცრუ ბრალდებასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას გააკეთებენ.
მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ.
12:00 ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში თბილისის საერთაშორისო თეატალური ფესტივალის პრესკონფერენცია და პროგრამის პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიებას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი, კულტურისა და ძდგლთა დაცვის მინისტრი – მიხეილ გიორგაძე და ფესფივალის დირექტორკ ეკა მაზმიშვილი დაესწრებიან.
12:30 “პირველ პრესკლუბში” სამხედრო ექსპერტი ტრისტან წითელაშვილი, ე.წ. საზღვართან “ნაციონალური მოძრაობის” დაგეგმილ პროვოკაციასთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ.
14:30 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის რეგიონული ვიცე-პრეზიდენტს შეხვდება და ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებულ 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტის ფარგლებში მიმდინარე პროექტებს განიხილავენ.
ადგილი: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, უზნაის 52
19:00 ლაუნჯ ბარ ,,ნატურაში’’ (კუს ტბა, სპორტულ მოედანთან) საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი გამართავს სამართლის კურსების 2014-2015 სასწავლო წლის გამოშვების ცერემონიას, რომელიც ფონდის 10 წლის იუბილესაც ემთხვევა.