ახალი ამბები

სემეკი: მოქალაქეები სასმელი წყლის მრიცხველის 100-ლარიან საფასურს აღარ გადაიხდიან

20 ივლისი, 2015 • • 1602
სემეკი: მოქალაქეები სასმელი წყლის მრიცხველის 100-ლარიან საფასურს აღარ გადაიხდიან

„საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის მრიცხველი არის უფასო და მისი დამონტაჟება სასმელი წყლის მიმწოდებელი კომპანიის პასუხისმგებლობაა. კომისია მუშაობს სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესებში ცვლილებებზე, რომლის მიხედვითაც კომპანიას განესაზღვრება, თუ რა პერიოდში უნდა მოახდინოს მრიცხველის დამონტაჟება“, – აცხადებს კომისიის თავმჯდომარე, ირინა მილორავა.


მისივე თქმით, უახლოეს პერიოდში მოქალაქეები წყალმომარაგების სექტორში სხვა სიახლეებითაც ისარგებლებენ.


“კერძოდ, კომისიამ შეიმუშავა კომერციული მომსახურების ხარისხის წესები, რომლის საფუძველზეც სასმელი წყლის მიწოდების არაგეგმიური წყვეტა მინიმუმამდე იქნება დაყვანილი. წესებით გაკონტროლდება ქოლ-ცენტრის ოპერატორის პასუხის გაცემის დრო სატელეფონო ზარზე. წყალგამანაწილებელ კომპანიებს დაუწესდებათ სხვადასხვა მომსახურების სტანდარტები, რომელთა დარღვევის შემთხვევაში მომხმარებელთა სასარგებლოდ ფულადი კომპენსირების მექანიზმები ამოქმედდება. კომპენსაცია მომხმარებელს დაერიცხება სააბონენტო ბარათზე დეპოზიტის სახით”, – აცხადებენ სემეკ-ში.

მასალების გადაბეჭდვის წესი