ახალი ამბები

მაჩალიკაშვილმა ხელმოწერების შეგროვება განაახლა

19 თებერვალი, 2020 • 858
მაჩალიკაშვილმა ხელმოწერების შეგროვება განაახლა

მალხაზ მაჩალიკაშვილმა დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით ხელმოწერების შესაგროვებლად რუსთაველის მეტროსთან გადმოინაცვლა. მაჩალიკაშვილის თქმით, ეს არ იქნება ერთადერთი ადგილი, სადაც მისი შვილის, თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმის გამოძიების მოთხოვნით ხელმოწერებს შეაგროვებენ:

“დღეიდან განახლდება ხელმოწერების შეგროვება იმის მოთხოვნით, რომ პარლამენტში შეიქმნას დროევითი საგამოძებო კომისია. იმედია, ამჟამად მეტროებსაც არ ჩაკეტავენ. რუსთაველის მეტროს გარდა, ჩვენ ხელმოწერების შეგროვებას გავაგრძელებთ სხვადასხვა მეტროსადგურებთან” ,- განაცხადა მაჩალიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მაჩალიკაშვილის თქმით, აპრილიდან ხელმოწერების შესაგროვებლად შემოუერთდება გაერთიანებული ოპოზიციის ახალგაზრდული ჯგუფები და ასევე ჩაერთვება ქისტი მოსახლეობის ახალგაზრდა ნაწილიც. გარდა ამისა, მაჩალიკაშვილის განცხადებით, 5 აპრილს ინგუშეთიდან და ჩეჩნეთიდან სხვა ახალგაზრდებიც შეურთდებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი