10:00 საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართება ორშაბათის ტრადიციული ბრიფინგი.
10:30 ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციისა და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა. დღის წესრიგი. თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი
10:30 პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას გარაცვალების გარემოებების შემსწავლელი საპარლამენტო კომისიიის წევრი ჯონდი ბაღათურია პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას. თემა: ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმე – ძიების გადაკვალიფიცირება განზრახ მკვლელობის მუხლით; მოსკოვში დაგეგმილი ვიზიტი; სამომხმარებლო ტარიფები. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი ეკა გულუა: 599726565
11:00 საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი ეკა გულუა: 599726565
11:00 “პირველ პრესკლუბში” ორგანიზაცია „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის“ ხელმძღვანელი გრიგოლ გაგნიძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ტყემალაძის განცხადება, ნატო თუ რუსეთი? რეკომენდაცია შსს-ს და თბილისის მერს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ.
11:30 “პირველ პრესკლუბში” არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი” პრესკონფერენციას გამართავს. თემა: რუსული კაპიტალის მოცულობა საქართველოს ეკონომიკაში. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: თამარ ქარელი 574 07 97 10
12:00 იუსტიციის მინისტრი რიგით ოცდამეხუთე საზოგადოებრივ ცენტრს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნატანებში გაიხსნის. საზოგადოებრივი ცენტრის საზეიმო გახსნას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე შიო ხეცურიანი, სახელმწიფო უწყებების, კერძო სექტორისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრებიან.
12:00 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი კანონპროექტების „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ და „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსშიცვლილებებისა და დამატებების შესახებ“ ბრიფინგს გამართავს. მისამართი: თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზირი # 12.
12:00 საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართება საქართველოს ფარგლებს გარეთ მდებარე 102 ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლის ინტერაქტიული ისტორიულ-გეორგაფიული რუკისა და საცნობარო-საილუსტრაციო მონაცემთა ბანკის პრეზენტაცია.
13:00 შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო პრესკონფერენციას გამართავს. მის: ჯანდაცვის სამინისტრი (წერეთლის 144)
15:00 პარლამენტის ბიუროს სხდომა. თბილისი, ბიუროს სხდომათა დარბაზი
16:00 საქართველოს პარლამენტის წევრები მოინახულებენ ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის – “თბილისი 2015”-ის ფარგლებში აშენებულ სპორტულ ობიექტებს და ილიმპიურ სოფელს. ღონისძიება ორგანიზებულია პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის მიერ. პ რ ე ს რ ე ლ ი ზ ი
18:00 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის ცენტრალურ დარბაზში, საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისია ოფიციალურად უზრუნველყოფს ხელოვნებისა და ლიტერატურის კონკურს “თბილისის” გამოცხადებას, საკონკურსო პირობების, ნაწარმოებების მიღების ვადების, ნომინაციების და საპრიზო ფონდის დასახელებას.
18:40 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, დონალდ ტუსკთან. თბილისი, დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (ბიუროს ოთახი)