ახალი ამბები

თბილისში ახალი მემორიალი გაიხსნა

18 ივლისი, 2015 •
თბილისში ახალი მემორიალი გაიხსნა

როგორც მერიაში აცხადებენ, არზაყან ემუხვარის მემორიალური კომპლექსი თბილისის მერიის დაფინანსებით გაიხსნა, ინიციატივა კი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას ეკუთვნის. 

 

„არზაყან ემუხვარი იყო შესანიშნავი დამსახურების მქონე ადამიანი, პატრიოტი, რომელმაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში თავისებური დიდი კვალი დატოვა. დიდი საქმე გააკეთა აფხაზეთში და სწორედ ამიტომ ამ ადგილს, ამ ქუჩას ეწოდა მისი სახელი და გაიხსნა მისი სახელობის მონუმენტი, რაც ქართველებისა და აფხაზების ურთიერთობის სიმბოლოა, რაც არის სიმბოლო იმისა, რომ ასეთი გმირი ადამიანები ყოველთვის უნდა გავიხსენოთ და მოვიგონოთ. როგორც კი აფხაზეთის მთავრობიდან თბილისის მერიაში შესაბამისი წინადადება შემოვიდა, ჩვენ ძალიან სწრაფად განვიხილეთ ის და მივეცით შესაბამისი მსვლელობა. მეამაყება, რომ ჩვენი მოკრძალებული წვლილი შევიტანეთ ამ საქმეში“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.

 

არზაყან ემუხვარის მემორიალური კომპოზიციის ავტორი აფხაზეთიდან დევნილი, სოხუმელი მოქანდაკე და მხატვარი ზურაბ კოკაიაა.




მასალების გადაბეჭდვის წესი