ახალი ამბები

დამოუკიდებელი დეპუტატების ფრაქცია შოთაძის დამტკიცების სხდომას ბოიკოტს უცხადებს

18 თებერვალი, 2020 • 897
დამოუკიდებელი დეპუტატების ფრაქცია შოთაძის დამტკიცების სხდომას ბოიკოტს უცხადებს

საპარლამენტო ფრაქცია ‘დამოუკიდებელი დეპუტატები”, ბოიკოტს უცხადებენ სხდომას, რომელზეც გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძე უნდა დაამტკიცონ.

ისინი შესაბამისი განცხადებით პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს მიმართავენ:

“ბატონო არჩილ,

ფრაქციის წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, საპარლამენტო ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ ემიჯნება საქართველოს გენერალური პროკურორის არჩევის მიზნით მიმდინარე კვირაში პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დაგეგმილი საკითხის განხილვასა და კენჭისყრას.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 91-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, ფრაქცია უარს აცხადებს 2020 წლის 18 თებერვალს დაგეგმილ პლენარულ სხდომაზე საკითხების განხილვასა და კენჭისყრაში მონაწილოებაზე (ბოიკოტი)”, – ნათქვამია ფრაქციის თავმჯდომარე მარიამ ჯაშის მიმართვაში.

ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატები” ქართული ოცნებიდან სხვადასხვა დროს გამოსულმა დეპუტატებმა დააფუძნეს. მასში წევრიანდებიან: მარიამ ჯაში, ლევან კობერიძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე და გედევან ფოფხაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი