ახალი ამბები

ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ოპოზიცია დაუბრუნდება მოლაპარაკებებს – თალაკვაძე

18 თებერვალი, 2020 • 1113
ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ოპოზიცია დაუბრუნდება მოლაპარაკებებს – თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია არ დაუბრუნდება მოლაპრაკებების მაგიდას, ეს იქნება მკაფიო სიგნალი, რომ ოპოზიციის ეს ნაწილი დესტრუქციულია და მხარს უჭერს ქვეყანაში დესტაბილიზაციას. ამის შესახებ თალაკვაძემ მალაიზიის პარლამენტის წარმომადგენლობითი პალატის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ, დღეს, 18 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა:

“ეს არის რეალურად ტესტი ოპოზიციისთვის. თუ ოპოზიცია ვერ შეძლებს დიალოგში დაბრუნებას და ვერ შეძლებს ამ ფარგლებში ჩვენთან განხილვას და შეთანხმების მიღწევას, ეს იქნება მკაფიო სიგნალი, რომ ოპოზიციის ეს ნაწილი არის დესტრუქციული და მხარს უჭერს ქვეყანაში დესტაბილიზაციის პროცესებს. მე პირადად იმედი მაქვს და ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ოპოზიციის წარმოამდგენლები დაუბრუნდებიან მოლაპარაკებების მაგიდას”, – განაცხადა თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, მმართველი ძალა და ქვეყნის პარტნიორები მხარს უჭერენ პოლიტიკურ დიალოგს:

“ჩვენ და ჩვენი პარტნიორები ვართ დღეს ერთ პოზიციაზე, რომ პოლიტიკური დიალოგი არის აუცილებელი, ხოლო ოპოზიციის ეს ნაწილი, რომელიც დიალოგში ჩართვისაგან თავს იკავებს, არის განსხვავებულ პოზიციაზე”, – თქვა თალაკვაძემ.

მისივე განცხადებით, ნებისმიერ პროტესტი, მათ შორის, დღევანდელი პარლამენტის პიკეტირების მცდელობაც, მიუთითბს, რომ საქართველოში დემოკრატიაა და ყველას აქვს საკუთარი აზრის გამოხატვის შესაძლებლობა.

ოპოზიციამ საარჩევნო სისტემაზე ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები მას შემდეგ შეწყვიტა, რაც მიმდინარე წლის თებერვალში უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით გიგი უგულავა დააპატიმრეს “თბილისის განვითარების ფონდის” საქმეზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი