“პოლიციასთან ვერ ვთანხმდებით სცენის დადგმაზე, თუმცა თავადაც არ აქვთ არგუმენტი, თუ რატომ გვიშლიან ხელს. ამასობაში მანქანის, სადაც სცენა იყო მოთავსებული, პოლიცია გაყვანას ითხოვდა, ვერ გაგაჩერებინებთო. ჩვენი მოთხოვნა იყო, ეთქვათ, როდის შევძლებდით სცენის მონტაჟს და მანქანაც გავიდოდა იმ ტერიტორიიდან. ამ ვითარებაში პოლიციამ ხელი გადამიგრიხა, ლექსო მაჭავარიანს კი ხელი კრა და დააკავა. მანქანას კი, რომელშიც სცენა იყო, ვეღარ ვპოულობთ. გაჩერების უფლება არ მისცეს. პოლიცია დაყვება და არ აჩერებინებს. ახლა მძღოლსაც ტელეფონი გამორთული აქვს”, – განუცხადა ნეტგაზეთს ხოშტარიამ.
დღეს, 18 ივლისს, თბილისში აქცია STOP RUSSIA უნდა გაიმართოს. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, მათ მთავრობის კანცელარიასთან სცენის დამონტაჟების საშუალებას არ აძლევენ.