„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგა ბოკერიას თქმით, ირაკლი შოთაძის გენერალურ პროკურორად დაბრუნება საზოგადოების უტიფარი შეურაცხყოფაა.
“შოთაძის წარდგენა მარტო იმიტომ კი არ არის პრობლემა, რომ როგორც ყველა სხვა უწყებაში, ივანიშვილს ჰყავს არა პოლიტკური გუნდის წევრები, რაც კანონის უზებნაესობის და ვერტიკალის ფარგლებშია, არამედ პირადი ხელქვეითები; არც იმიტომ, რომ ოპოზიციას იჭერდა და ამიტომ არიან წინააღმდეგნიო. ამ კაცს თავის დროზე გადადგომა მოუწია იმიტომ, რომ ხორავას ქუჩის ტრაგედიაზე ისე მოიქცა ის და მისი უწყება, რომ ივანიშვილის მომხრეები, დეპუტატებიც აღშფოთებულები იყვნენ, მოუწია გადადგომა. მაშინ ამბობდნენ, რომ აი, მიქარა, მაგრამ ხომ გადადგაო”, – განუცხადა ბოკერიამ “ნეტგაზეთს” პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, სადაც ირაკლი შოთაძის გენერალურ პროკურორად დაბრუნებას აპროტესტებენ.
ბოკერიას თქმით, შოთაძის უწყების მიერ მიჩქამალული ფაქტები ხორავას ქუჩის საქმეზე დოკუმენტურად აჩვენა პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ სერგი კაპანაძის მეთაურობით და ამის შემდეგ მოუწიათ მიხეილ კალანდიასთვის ბრალის წაყენება.
“ახლა გვეუბნებიან: ფეხებზე მკიდიხართ, ამ კანდიდატურას გთავაზობთ. ეს დამოიკიდებულება არის, რომელიც ივანიშვილს აქვს საზოგადოების მიმართ. ეს არის თამაშის წესები, რომლითაც ის ეპყრობა თავის თანაგუნდელებს – მათ ამცირებს ყველაზე უფრო. არ მიიღებს ამას საზოგადოება”, – განაცხადა ბოკერიამ.
სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პარლამენტთან საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი აპროტესტებენ მთავარი პროკურორობის პოსტზე ირაკლი შოთაძის ხელმეორედ წარდგენას. მას კენჭი დღეს უნდა უყარონ.