სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პარლამენტთან საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი აპროტესტებენ მთავარი პროკურორობის პოსტზე ირაკლი შოთაძის ხელმეორედ წარდგენას. მას კენჭი დღეს უნდა უყარონ.
გარდა ამისა, როგორც ოპოზიცია აცხადებს, ისინი ასევე აპროტესტებენ პარლამენტის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციას, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ უნდა წარადგინოს.
აქტივისტები ცდილობენ, საკანონმდებლო ორგანოს შესასველელბთან სირცხვილის კორიდორები მოაწყონ. ადგილზე ათეულობით პოლიციელია მობილიზებული.