როგორც უწყებაში ნეტგაზეთს განუმარტეს, ლექსო მაჭავარიანი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით [სამართალდამცავ ორგანოთა მუშაკების ან სამხედრო მოსამსახურეების კანონიერი განკარგულებისადმი, ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავ ორგანოთა მუშაკების ან სამხედრო მოსამსახურეების კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი ბოროტად დაუმორჩილებლობა] დააკავეს.
რაც შეეხება დაკავების სხვა გარემოებებს, შსს-ში ამ ეტაპზე არ საუბრობენ.
დღეს, 18 ივლისს, თბილისში აქცია STOP RUSSIA უნდა გაიმართოს. აღნიშნულ აქციაში მონაწილეობას ტაბულას ჟურნალისტი, ლექსო მაჭავარიანიც გეგმავდა. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, მათ მთავრობის კანცელარიასთან სცენის დამონტაჟების საშუალებას არ აძლევენ.