ახალი ამბები

პროკურორისა და მოსამართლის ხელფასი უნდა გათანაბრდეს – შოთაძე

17 თებერვალი, 2020 •
პროკურორისა და მოსამართლის ხელფასი უნდა გათანაბრდეს – შოთაძე

მთავარი პროკურორობის კანდიდატი ირაკლი შოთაძე აცხადებს, რომ პროკურორების ხელფასი უნდა გაიზარდოს. მეტიც, მისი თქმით, სახელმწიფომ ევროსაბჭოს  რეკომენდაცია უნდა შეასრულოს და მათი ანაზღაურება მოსამართლისას გაუთანაბროს.

დღეს, 17 თებერვალს, პარლამენტში, იურიდიულ კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას შოთაძემ განაცხადა, რომ ხელფასების გაზრდის მიმართულებით მუშაობას აპირებს:

“ვფიქრობ, სოციალური გარანტიების მიზნით მიზანშეწონილია შესრულდეს ევროსაბჭოს რეკომენდაცია და პროკურორისა და მოსამართლის ხელფასი გათანაბრდეს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, პროკურორებს ანაზღაურება გაეზარდოთ. ამ მიმართულებით აქტიურად ვაპირებ მუშაობას, რათა თითოეულ პროკურორს მძიმე და საპასუხისმგებლო საქმიანობის ადეკვატური ანაზღაურება ჰქონდეს.”

საპროკურორო საბჭომ პარლამენტს გენპროკურორობის კანდიდატად ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე 7 თებერვალს წარუდგინა.

შოთაძეს საბჭოს 13 წევრიდან 11-მა დაუჭირა მხარი. ერთმა ხმა სოფიო შენგელიას მისცა, კენჭისყრას არ ესწრებოდა “ევროპული საქართველოს” წევრი ოთო კახიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი