შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში მანქანის კატალიზატორების მოპარვის ბრალდებით სამი პირი დააკავეს. შსს-ს ცნობითვე, ბრალდებულები წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად ქირაობდნენ ავტომობილებს, შემდეგ ხსნიდნენ კატალიზატორებს და სხვადასხვა ავტოსახელოსნოში აბარებდნენ. “სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს”,-აცხადებენ შსს-ში.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჩადენილ ქურდობას გულისხმობს. ბრალდება დამტკიცების შემთხვევაში 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.