ახალი ამბები

კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 68 500-მდე გაიზარდა – NCDC

16 თებერვალი, 2020 •
კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 68 500-მდე გაიზარდა – NCDC

ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 68 ათასამდე გაიზარდა, გარდაცვლილია, სულ მცირე, 1,665 ადამიანი. ვირუსის გავრცელების შესახებ სტატისტიკას საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი (NCDC) ავრცელებს.

უწყება წერს, რომ 16 თებერვლის მონაცემებით, ახალი ტიპის კორონავირუსით დაავადების 2009 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ჯამში კი ამ ვირუსით გარდაიცვალა 1665 ადამიანი, ხოლო 9419 კორონავირუსისგან განიკურნა.

რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, ჩინეთის გარეთ ახალი კორონავირუსის 500 შემთხვევა ფიქსირდება, აქედან  4 ადამიანი – საფრანგეთში, ჰონგ-კონგში, ფილიპინებსა და იაპონიაში გარდაიცვალა. ახალი ტიპის კორონავირუსი 30 ქვეყანაშია გავრცელებული.

NCDC-ის ბოლო ინფორმაციის მიხედვით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა არ ფიქსირდება.


კორონავირუსები მოიცავს ვირუსთა დიდ ოჯახს, რომლებიც ძირითადად იწვევენ რესპირაციულ დაავადებებს. ზოგიერთი კორონავირუსი ადვილად გადაეცემა ადამიანიდან ადამიანს, ზოგი კი არა.

დაავადებას ახასიათებს ცხელება, ხველა და სუნთქვის უკმარისობა. ამასთან ერთად, უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში, კორონავირუსების ზოგიერთი წარმომადგენლის მიერ გამოწვეულ იქნა ისეთი დაავადებები როგორიცაა მძიმე მწვავე რესპირაციული სინდრომი (SARS) და შუა აღმოსავლეთის რესპირაციული სინდრომი (MERS).

ჰონგ-კონგში მოსახლეობამ პოტენციური საკარანტინო კლინიკების შექმნა გააპროტესტა

მასალების გადაბეჭდვის წესი