ახალი ამბები

ჰონგ-კონგში მოსახლეობამ პოტენციური საკარანტინო კლინიკების შექმნა გააპროტესტა

15 თებერვალი, 2020 • 1127
ჰონგ-კონგში მოსახლეობამ პოტენციური საკარანტინო კლინიკების შექმნა გააპროტესტა

ჰონგ-კონგში ასობით ადამიანმა გააპროტესტა მთავრობის ინიციატივა, რომლის მიხედვითაც მთავრობას გარკვეული შენობების კორონავირუსის საკარანტინო ცენტრებად გადაქცევა სურს. აქციის მონაწილეების გაღიზიანება გამოიწვია მთავარი აღმასრულებლის, კარი ლამის მიერ ჰუბეის პროვინციასთან სრულ იზოლაციაზე უარის თქმამ. აღნისნულის გასაპროტესტებლად სხვადასხვა კლინიკის სამედიცინო პერსონალის ნაწილმა შიმშილი დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters ავრცელებს.

გამოცემის ცნობით აქციის მონაწილეები სხვადასხვა რეგიონებში აპროტესტებდნენ აღნიშნულ გადაწყვეტილებას და სიმბოლურად სამედიცინო ნიღბებსა და შავ სამოსს ატარებდნენ. პროტესტის ძირითადი ცენტრები იყო ტაი პო, ტინ შუი ვაი და ჰონგ კონგის კუნძულზე მდებარე დასახლება. ეს სწორედ ის ადგილებია, სადაც მთავრობა საკარანტინო ცენტრების გაკეთებას გეგმავს.

“მთავრობამ არ მოუსმინა ხალხის მოთხოვნას სრულად დაეხურათ საზღვარი და ახლა სურთ, რომ 18 უბანში ეპიდემიური ცენტრები გააკეთონ. ამის გაკეთება მეტი ჭრილობის შემქნას გავს, იმის ნაცვლად რომ სისხლდენა შეაჩერონ”, – განაცხადა ტინ შუი ვაის მცხოვრებმა ჩან მეი-ლინმა.

Reuters-ის ინფორმაციით ტელევიზიით გავრცელდა კადრებიც, სადაც ჩანს თუ როგორ აკავებს პოლიცია აქციის რამდენიმე მონაწილეს და როგორ იყენებს მათ დასაშლელად წიწაკის სპრეის.

ჩინეთის მთავრობამ ჰუბეის პროვინციასთან საზღვრების ძირითადი ანწილი ჩაკეტა, თუმცა სრული იზოლაციის შესახებ ლამმა განაცხადა, რომ ეს იქნება “შეუსაბამო”, “არაპრაქტიკული” და “დისკრიმინაციული.

მასალების გადაბეჭდვის წესი