ახალი კონორავირუსით ჩინელი ტურისტი საფრანგეთში დაიღუპა, ეს აზიის ქვეყნებს გარეთ დაფიქსირებული გარდაცვალების პირველი შემთხვევაა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრის, აგნეს ბუზინის განცხადებით, მსხვერპლი 80 წლის ჩინელი ქალია, რომელიც ჰუბეის პროვინციიდან საფრანგეთში 16 იანვარს ჩავიდა. საფრანგეთში ჩასვლიდან ერთი კვირის თავზე ის კარანტინში განათავსეს.
ჩინეთის გარეთ ამ დრომდე კორონავირუსით სიკვდილის მხოლოდ 3 შემთხვევა იყო დაფიქსირებული. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, ამ დროისთვის მსოფლიოში კორონავირუსით დაავადებულთა ლაბორატორიულად დაზუსტებული 60 ათასზე შემთხვევაა დაფიქსირებული, უმრავლესობა – ჩინეთში.