ახალი ამბები

წყლის მიწოდების ხშირი შეწყვეტა ყინვებმა გამოიწვია – “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი”

15 თებერვალი, 2020 • 1404
წყლის მიწოდების ხშირი შეწყვეტა ყინვებმა გამოიწვია – “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი”

კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” მიერ ნეტგაზეთისთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო დღეებში წყლის მიწოდების გახშირებული გათიშვა დაკავშირებულია ტემპერატურის მკვეთრ ვარდნასთან, რამაც კომპანიიის წყალმომარაგების ქსელზე ავარიული დაზიანებები გამოიწვია.

“დაზიანებები დაფიქსირდა წყალმომარაგების სისტემის ამორტიზებულ მონაკვეთებზე. სწორედ ამიტომ, აღდგენითი სამუშაოების პარალელურად, კომპანია სარეაბილიტაციო პროექტებს ახორციელებს.

ამ დროისთვის, “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” საკუთრებაში არსებული 4000 კმ სიგრძის წყალომომარაგების ქსელიდან 2/3-ზე მეტი განახლებულია. აღნიშნული დაზიანებების გათვალისწინებით, კომპანია გააგრძელებს სარეაბილიტაციო პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებას”, – აღნიშნულია კომპანიის მიერ ნეტგაზეთისთვის მიწოდებულ ინფორმაციაში.

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ცნობით, ამ ეტაპზე [20:00] თბილისის მასშტაბით დაზიანებები 8 მისამართზეა, რომელზეც აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. მიწისქვეშა კომუნიკაციების სპეციფიკის გათვალისწინებით კი დაზიანებები, საშუალოდ, 6-8 საათში აღდგება.

მასალების გადაბეჭდვის წესი