ახალი ამბები

GWP-ის 80% ესპანურ კომპანიაზე გაიყიდა – მთავრობა

3 თებერვალი, 2022 • 1774
GWP-ის 80% ესპანურ კომპანიაზე გაიყიდა – მთავრობა

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, წყალმომმარაგებელი კომპანიის, „ჯორჯიან უოთერ ენდ პაუერის“ 80%-იანი წილი ესპანურ კომპანიაზე გაიყიდა.

მთავრობის თქმით, კომპანია „აქუალიამ“ (Aqualia) 180 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიციის სანაცვლოდ შეიძინა კომპანია “Georgian Water and Power”-ის 80%-იანი წილი. დანარჩენი 20%-იანი წილის ფლობას კვლავ „საქართველოს კაპიტალი“ განაგრძობს.

როგორც თავად კომპანიის საიტზე ვკითხულობთ „აქუალია“ ევროპის მასშტაბით 4 უმსხვილეს წყალმომმარაგებელ კომპანიებს შორის ერთ-ერთია. დღეის მდგომარეობით, კომპანია მსოფლიოს მასშტაბით 30 მილიონ ადამიანს ემსახურება და 17 ქვეყანაში კურირებს. 2020 წელს მისი შემოსავალი 1, 188 მილიონი ევრო იყო.

კომპანიის წილების 51%-ს ფლობენ ჯგუფი FCC (51%) და ავსტრალიური IFM (49%).

მასალების გადაბეჭდვის წესი