„უკანასკნელ პერიოდში ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე შეინიშნება რეცეპტს დაქვემდებარებული პრეპარატების ურეცეპტოდ გაცემის ფაქტები. აღნიშნული განსაკუთებით თვალშისაცემია საკურორტო ზონებში, სადაც ჭარბად არიან უცხო ქვეყნის ტურისტები. მოვუწოდებ სააფთიაქო ქსელის წარმომადგენლებს, დაიცვან კანონი და რეცეპტს დაქვემდებარებული პრეპარატები ექიმის დანიშნულებისა და შესაბამისი რეცეპტის გარეშე არ გაიცეს მოქალაქეებზე. ასევე, მოვუწოდებ წამლის სააგენტოს, ყურადღება გაამახვილოს აღნიშნულ საკითხზე და აღკვეთოს სამართალდარღვევის ფაქტები”, – აცხადებს ხუნდაძე.