25 ივნისს “ბანკი ქართუმ” თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ და დაზარალებულთა დასახმარებლად შექმნილ ანგარიშზე 2.250.000 ლარი გადარიცხა.
ბიძინა ივანიშვილმა 18 ივნისს განაცხადა, რომ იმ თანხას, რასაც მთავრობა სტიქიის შედგების აღმოსაფხვრელად ვერ მოიძიებს, თვითონ დაამატებს.
“მე საჯაროდ განვცხადე და კიდევ გავიმეორებ, ყველამ თავისი საქმე უნდა გააკეთოს. ხელისუფლება აქტიურად ცდილობს მოიძიოს რესურსები, რათა მაქსიმალურად დაფაროს ის ხარჯები, რაც სტიქიამ მოგვიტანა. რასაც ვერ შეძლებენ, ჩათვალეთ, რომ ყველა თანხა აქვთ. ასეთი დაზღვევა არსებობს ჩემი სახით. რასაც ვერ მოიძიებს ხელისუფლება, დავამატებ მე”, – თქვა ივანიშვილმა 18 ივნისს.

15 ივნისს ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის მზადაა თბილისს ახალი ზოოპარკის მშენებლობაში დაეხმაროს.