ახალი ამბები

“საგანგაშო არ არის” – ყაველაშვილი რეაქციებზე დასავლეთიდან

14 თებერვალი, 2020 •
“საგანგაშო არ არის” – ყაველაშვილი რეაქციებზე დასავლეთიდან

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიხეილ ყაველაშვილი ფიქრობს, რომ კრიტიკა და სანქციებზე საუბარი კონგრესმენების მხრიდან საგანგაშო არ არის.

“ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ აშშ-ის ოფიციალური მთავრობა, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, პირიქით, ხელს უწყობს და წლევანდელ ბიუჯეტშიც აისახა საქართველოს მხარდაჭერა. ესაა მთავარი. კონკრეტული კონგრესმენების… მიუხედავად ჩვენი დიდი პატივისცემისა, ჩვენ ვაგრძელებთ, რომ მივაწოდოთ სრულყოფილი ინფორმაცია, რა ხდება ადგილზე ჩვენს რეალობაში”, – აცხადებს ყაველაშვილი.

“ვერც ერთი კონგრესმენი ვერ გვასწავლის და ვერ იქნება უფრო ინფორმირებული, ვიდრე ჩვენ, ვინც აქ ვცხოვრობთ და ვიცით არსებული რეალობა. ვერც ერთი კონგრესმენი ვერ დამიმტკიცებს იმ რეალობას, რაშიც მე მიწევს ცხოვრება და თვითონ ვხედავ გამოწვევებს და პრობლემებს”, – განუცხადა ყაველაშვილმა ტვ პირველს.

მასალების გადაბეჭდვის წესი