ახალი ამბები

ევროკავშირი: სადემარკაციო ახალი ნიშნების ინსტალაციამ ადგილზე სიტუაცია დაძაბა

16 ივლისი, 2015 •
ევროკავშირი: სადემარკაციო ახალი ნიშნების ინსტალაციამ ადგილზე სიტუაცია დაძაბა

როგორც ამ განცხადებაშია ნათქვამი, ნაბიჯები, რომლებიც შესაძლოა აღქმული იყოს როგორც პროვოკაცია, თავიდან უნდა იქნას აცილებული.

 

“ევროკავშირი და მისი სადამკვირვებლო მისია (EUMM) სიტუაციას ყურადღებით აკვირდებიან. ჩვენ მოვუწოდებთ თავშეკავებისა და ისეთი ინსტრუმენტების გამოყენებისაკენ, როგორიც ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები და ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმია, რათა დაძაბულობა განიმუხტოს.

 

ევროკავშირი ადასტურებს თავის სრულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”, – ნათქვამია განცხადებაში.




საქართველო და ევროკავშირი
საქართველო და ევროკავშირი


მასალების გადაბეჭდვის წესი