ახალი ამბები

“ამაზრზენი იყო ოპოზიციის განცხადებები” – კალაძე დეკლარაციის ჩავარდნაზე

13 თებერვალი, 2020 •
“ამაზრზენი იყო ოპოზიციის განცხადებები” – კალაძე დეკლარაციის ჩავარდნაზე

ირაკლი კობახიძე და კახა კალაძე, ევროპარლამენტში ვიზიტის შემდეგ მიუნხენის აეროპორტიდან ვიდეომიმართვას ავრცელებენ.


“ქართული ოცნების” წევრები ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე ერთობლივი რეზოლუციის ჩავარდნაში ოპოზიციას ადანაშაულებენ.  ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ოპოზიციის მხრიდან არაერთი ინიციატივა იყო დაყენებული, რომელიც მისი თქმით, სიცრუით იყო გაჯერებული:

“დეკლარაცია არ იქნა დამტკიცებული, რასაც მოჰყვა ოპოზიციის სპეკულაციები. ამ შემთხვევაში ეს არის ის დოკუმენტი, რომელსაც განიცდის ქვეყანა ასოცირების ხელშეკრულების ინპლემენტაციის კუთხით. ეს დოკუმენტი მზადდება თანამშორმლობით ჩვენს ევროპარლამენტარ კოლეგებთან. საბოლოო ჯამში, ეს დეკლარაცია არ იქნა დამტკიცებული. თუმცა, ბუნებრივია, ეს ხელს ვერ შეუშლის ჩვენს პროგრესს ევორკავშირთან ინტეგრაციის პროცესში” ,- ამბობს ირაკლი კობახიძე.

კახა კალაძე კი ოპოზიციას განცხადებებს უწუნებს და ამაზრზენს უწოდებს:

“ნამდვილად ამაზრზენი იყო ის განცხადებები, რაც ჩვენ მოვისმინეთ, თუ როგორი ბედნიერები იყვნენ, რომ ეს დეკლარაცია იყო ჩავარდნილი. ჩვენ მოვისმინეთ მათი განცხადებები. გულდასაწყვეტია, რომ ქვეყანაში არის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც პირდაპირ მოხარულები არიან იმით, რომ რაღაც არ გაკეთდეს, უკეთსობისკენ არ გადაიდგას ნაბიჯი” ,- ამბობს კახა კალაძე.

EU-საქართველოს ასოცირების კომიტეტი საერთო განცხადებაზე ვერ შეთანხმდა

მასალების გადაბეჭდვის წესი