პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე აცხადებს, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე, რომელიც სტრასბურგში გაიმართა, “ქართულმა ოცნებამ” ერთობლივი განცხადების ტექსტში შესატან ცვლილებს არ დაუჭირა მხარი.
“ქართული ოცნების” დეპუტატი ამბობს, რომ თავად რეზოლუცია კრიტიკული იყო და მას “ქართულმა ოცნებამ” მხარი დაუჭირა, თუმცა მხარდაჭერა არ გამოხატა ცვლილებებზე, რომლებიც მისი თქმით აბსურდულად ჟღერდა:
“ფაქტი ერთია, რაც ჩემთვის ძალიან გასაკვირია, რომ თვითონ რეზოლუცია საკმაოდ კრიტიკული იყო, რასაც ჩვენ მხარი დავუჭირეთ, რადგან ვთვლით, რომ არის გარკვეული წუხილები, რაზეც აუცილებელია ჩვენგან მიღებული იქნას ის კრიტიკა და შესაბამისი რეაგირებები ყოფილიყო. რასაც მხარდაჭერა არ ჰქონდა, ეს იყო ის ცვლილებები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში აბსურდულად ჟღერდა” ,- ამბობს კუჭავა.
EU-საქართველოს ასოცირების კომიტეტი საერთო განცხადებაზე ვერ შეთანხმდა