ახალი ამბები

ესტონეთი: შეშფოთებით ვადევნებთ თვალს უგულავას მიმართ გამოტანილ განაჩენს

12 თებერვალი, 2020 •
ესტონეთი: შეშფოთებით ვადევნებთ თვალს უგულავას მიმართ გამოტანილ განაჩენს

“ჩვენ შეშფოთებით ვადევნებთ თვალს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას გიგი უგულავას წინააღმდეგ”, – ასე ეხმაურება ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო Twitter-ში “ევროპული საქართველოს” ლიდერის დაპატიმრებას.

ესტონეთის საგარეო უწყება იზიარებს ევროკავშირის პოზიციას იმის შესახებ, რომ გარემოებები, რომლებიც თან ახლავს სასამართლოს განაჩენს, ხელს არ უწყობს წინსვლას პოლიტიკური დიალოგის პროცესში, რომლის მიზანია საქართველოში არსებული პოლიტიკური პოლარიზაციის განმუხტვა.

ევროკავშირი აცხადებს, რომ ყურადღებით სწავლობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ოპოზიციონერი ლიდერის, გიგი უგულავას წინააღმდეგ.

“ხელს არ უწყობს პოლიტიკურ დიალოგს” – ევროკავშირი უგულავას განაჩენის გარემოებებზე

მასალების გადაბეჭდვის წესი