ახალი ამბები

პრეზიდენტმა კახი კალაძე ღირსების ორდენით დააჯილდოვა

13 ივლისი, 2015 • • 1070
პრეზიდენტმა კახი კალაძე ღირსების ორდენით დააჯილდოვა

კალაძემ ჯილდო 2015 წლის 13 ივნისს ქალაქ თბილისში, მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარი წყალდიდობის დროს გამოჩენილი განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისათვის, გაბედული მოქმედებისა და სამაგალითო თავდადებისათვის მიიღო.

 

პრეზიდენტმა ასევე დააჯილდოვა შინაგან საქმეთა სამინისტროს ათი თანამშრომელი მედლით „მხედრული მამაცობისათვის“, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი თანამშრომელი- „ღირსების მედლით“.

 

კახა კალაძე. ფოტო - კახა კალაძის Facebook გვერდიდან
კახა კალაძე. ფოტო – კახა კალაძის Facebook გვერდიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი