ახალი ამბები

თეთნულდზე მაშველებმა უკრაინის მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს

11 თებერვალი, 2020 •
თეთნულდზე მაშველებმა უკრაინის მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს

საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებით, მაშველებმა თეთნულდზე უკრაინის მოქალაქის ცხედარი იპოვეს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, 11 თებერვალს დილით მიიღეს ტურისტების ჯგუფის  შეტყობინება, რომ ჯგუფის ერთ-ერთ წევრთან დაკავშირებას ვერ ახერხებდნენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თქმით, არსებობდა ეჭვი, რომ გაუჩინარებული ტურისტი შესაძლოა 10 თებერვალს თეთნულდზე ჩამოწოლილი ზვავის ტერიტორიაზე ყოფილიყო.

მაშველები ტურისტის საძებნელად შეტყობინების მიღებისთანავე გაემგზავრნენ და საძიებო სამუშაოების შედეგად უკრაინის მოქალაქის ცხედარი იპოვეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი