თბილისში, ვარკეთილში ქალს ყელში დანა გამოუსვეს. ინფორმაციას ამის შესახებ „ნეტგაზეთს“ შსს-ში უდასტურებენ. მათი განცხადებით, გამოძიება 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდლეობას გულისხმობს.
უწყებაშივე აღნიშნავენ, რომ ქალის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. არაოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ქალის სიცოცხლის მოსპობა მისმა ყოფილმა ქმარმა სცადა.
მომხდარის შესახებ ფეისბუკზე წერენ თვითმხილველებიც, რომელთა ინფორმაციითაც, შემთხვევა ხალხმრავალ ადგილზე მოხდა და ფაქტს არაერთი ადამიანი შეესწრო.