ახალი ამბები

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე ახალგაზრდა კაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს

26 დეკემბერი, 2024 •
თბილისში, დოლიძის ქუჩაზე ახალგაზრდა კაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე, ახალგაზრდა კაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, მას ავტომობილიდან ესროლეს. შემთხვევა დღეს, 26 დეკემბერს მოხდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის  – 117-ე (4-დან 7 წლამდე პატიმრობა) და 236-ე (2-დან 5 წლამდე პატიმრობა) მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

შსს-ს ინფორმაციით, ახალგაზრდის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მასალების გადაბეჭდვის წესი