საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მწვერვალ თეთნულდზე ზვავი ჩამოწვა, თოვლის ქვეშ კი ტურისტები მოყვნენ.
მაშველებმა ამოიყვანეს ზვავში მოყოლილი ჩეხეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე, რომელსაც ზედა კიდური ჰქონდა დაზიანებული. იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა სტაციონარში გადაიყვანეს. მეორე ტურისტს კი მაშველები სპეციალური ტექნიკის საშუალებით ეძებენ.
უწყების თქმით, ადგილზე იმყოფება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ შემთხვევებზე რეაგირების სამაშველო ჯგუფი და ყველა შესაბამისი სამსახური.