ახალი ამბები

ვაშაძე ენმ-ის დატოვებას უარყოფს

10 თებერვალი, 2020 • 1168
ვაშაძე ენმ-ის დატოვებას უარყოფს

ენმ-ის ლიდერი გრიგოლ ვაშაძე პარტიიდან შესაძლო წასვლის შესახებ ინფორმაციას უარყოფს.

“არ წავსულვარ არსად, წავედი მარტო დალაი ლამას და რომის პაპის თანამდებობებიდან და “ნაციონალურ მოძრაობაში” ვრჩები. ყველა სისულელეს რატომ უსმენთ?! რამდენი მოცლილი რაღაცას დაწერს “ფეისბუქში”… როგორ წარმოგიდგენიათ ჯერ ჩემი და მიშას კონფლიქტი და მეორე ის, რომ მე გადავდექი ისე, რომ ეს იცის ვიღაცამ და მე არ მივმართე”,- განაცხადა ვაშაძემ.

10 ოქტომბერს გაზეთ „ქრონიკა პლუსის“ რედაქტორმა ელისო კილაძემ ფეისბუკზე დაწერა: „გრიგოლ ვაშაძე პარტიის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს“?!

მოგვიანებით „რუსთავი 2-თან“ საუბარში მან თქვა, რომ წყაროსგან ჰქონდა ინფორმაცია პარტიის ლიდერ მიხეილ სააკაშვილსა და გრიგოლ ვაშაძეს შორის „მძიმე საუბარზე“:

„მძიმე საუბარი შედგა მიხეილ სააკაშვილსა და გრიგოლ ვაშაძეს შორის… გრიგოლ ვაშაძემ მას უთხრა, რომ იხსნის პოლიტიკურ პროცესებზე პასუხისმგებლობას, მას ასევე არ უნდა, რომ იყოს ამ საპარლამენტო არჩევნებში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი და დატოვებს პარტიის თავმჯდომარის პოსტს“.

კილაძემ ასევე თქვა, რომ მისი ინფორმაციით, სწორედ ამ მძიმე „საუბრების შემდეგ მიიღო მიხეილ სააკაშვილმა გადაწყვეტილება, როდესაც გამოაცხადა, რომ საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ქმნის მის პირად შტაბს”,- აცხადებს ელისო კილაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი