ახალი ამბები

პრაღაში რუსეთის საელჩოს წინ მდებარე მოედანს ნემცოვის სახელს დაარქმევენ

10 თებერვალი, 2020 • 991
პრაღაში რუსეთის საელჩოს წინ მდებარე მოედანს ნემცოვის სახელს დაარქმევენ

პრაღის მთავრობა აპირებს, ჩეხეთში რუსეთის საელჩოს წინ მდებარე კაშტანის მოედანს სახელი შეუცვალოს და მოკლული რუსი პოლიტიკოსის, ყოფილი ვიცე-პრემიერის და პუტინის მიმართ ოპოზიციურად განწყობილი ბორის ნემცოვის სახელი მიანიჭოს.

ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემები ქალაქის მერზე დაყრდნობით ავრცელებენ. „ვფიქრობ, ამას [მოედნისთვის ნემცოვის სახელის მინიჭებას] ხმას 24 თებერვალს მივცემთ, რათა საზეიმო გახნის ჩატარება ბორის ნემცოვის მკვლელობის წლისთავზე მოვასწროთ. იდეალურ შემთხვევაში გახსნაზე ნემცოვის შვილი ჩამოვა“, – აცხადებს პრაღის მერი.

ნემცოვის სახელობის მოედნისთვის მინიჭების იდეას მხარი დაუჭირეს პრაღის მმართველი კოალიციის პარტიებმა. შესაბამის პეტიციას 4,5 ათასმა მოქალაქემ დაუჭირა მხარი.

ნემცოვის სახელობის ქუჩები და მოედნები აგრეთვე არის კიევში, ვაშინგტონსა და ვილნიუსში.


ბორის ნემცოვი 2015 წლის 27 თებერვალს მოსკოვის ცენტრში, კრემლთან ახლოს, დიდი მოსკოვის მდინარის ხიდზე მოკლეს. 2017 წელს სასამართლომ ხუთ ბრალდებულს 11-დან 19 წლამდე პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა მკვლელობის დამკვეთი ამჟამად უცნობია.

მასალების გადაბეჭდვის წესი