ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახური: ლტოლვილთა სამინისტროს თანამშრომელმა თანხები უკანონოდ მიითვისა

10 ივლისი, 2015 • 961
საგამოძიებო სამსახური: ლტოლვილთა სამინისტროს თანამშრომელმა თანხები უკანონოდ მიითვისა

საგამოძიებო სამსახურის ცნობით,  შპს ,,ნიუ კონსტრაქშენი“ 2013 წლის პერიოდში სხვადასხვა სახელმწიფო უწყების დაკვეთით აწარმოებდა შენობა-ნაგებობების სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებს საქართველოს მასშტაბით, რისი დასრულების შემდეგაც სახლები უნდა გადასცემოდა დევინლ მოსახლეობას. რეკონსტრუქციის პროცესში საწარმოს დამკვეთებისგან წინასწარ ავანსის სახით ერიცხებოდა თანხა.

 

“ჩარიცხული ავანსიდან გიორგი მჭედლიშვილმა მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა 1 750 352 ლარი, რის გამოც მშენებარე ობიექტები დღემდე დაუსრულებელია,”

 

ასევე, საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მდებარე ობიექტის სარეკონსტრუქციო სამუშაოების პროცესში, “ნიუ კონსტრაქშენის” დირექტორს, გიორგი მჭედლიშვილს შესრულებული სამუშაოების აქტების გაყალბებაში დაეხმარა დევნილთა სამინისტროს ტექნიკური ზედამხედველობის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი რატი სვანიძე, რასაც შედეგად მოჰყვა ბრალდებულის მხრიდან 649 780 ლარის მითვისება. უწყების ინფორმაციით, ამ ობიექტის სარემონტო სამუშაოები, რომელიც საკუთრებაში უნდა გადასცემოდა დევნილ მოსახლეობას, ასევე დაუსრულებელია.

 

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მიმდინარეობს, რაც 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ფოტო – ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური
ფოტო – ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

მასალების გადაბეჭდვის წესი